|
2020-05-22 18:10:11, 1672 ნახვა
სამართალი
საქართველოს მთლიანობის დამრღვევი რუქის გავრცელება, 2 ივლისიდან სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვლება
საქართველოს რუქის, გამოცემა, გაპიარება, გამოყენება და გავრცელება , რომელიც ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას არ ასახავს მალე სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვლება. პარლამენტმა, შესაბამისი შესწორების კანონპროექტი, სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ დანაშაულთა კოდექსში, მესამე და საბოლოო მოსამენაზე დაამტკიცა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა 343-1 სტატია, რომელიც ითვალისწინებს იმ რუქების დამზადების და გავრცელების აკრძალვას, რომლებშიც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ტერიტორიებად არ არის მიხსენებული. კანონპროექტი ეხება, როგორც დაბეჭდილ ასევე ელექტრონულ რუქებს. კანონპროექტის დარღვევის შემთხვევაში, იურიდიულ პირებს ემუქრებათ ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით. რაც შეეხება ჯარიმის თანხას, ადმინისტრაციული დანაშაულის კოდექსის თანახმად, კანონპროექტის დამრღვევი ფიზიკური პირებისთვის ჯარიმა 150ლარს (50$), ხოლო იურიდიული პირებისთვის თანხა 300 ლარს (100$) შეადგენს. საკანონმდებლო ცვლილებები ძალაში 2020 წლის 2 ივლისს შევა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)