20:32 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-22 14:43:37, 1355 ნახვა

კომენტარი
მდინარაძე - ოპონენტები პოლიტიკურ მასკარადზე საუბრობდნენ - პოლიტიკური მასკარადია, როდესაც პარლამენტარი ვერ ერკვევა ხელისუფლების დანაწილების პრინციპში

„პოლიტიკური მასკარადი შეიძლება იყოს, როდესაც პარლამენტარი ვერ ერკვევა ხელისუფლების დანაწილების პრინციპში და შეიძლება, თავისუფლად ისაუბროს, რომ მთავრობის დადგენილებები უნდა ამტკიცოს პარლამენტმა“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რითიც ოპონენტებს გამოეხმაურა.

პლენარულ სხდომაზე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონპროექტზე მსჯელობენ.

„ბატონო რომან, თქვენს ნათქვამს რაც შეეხება - დროებითობა ისედაც იყო უზრუნველყოფილი, იმიტომ, რომ პანდემია-ეპიდემიასთან ბმის გარეშე ამის წარმოდგენა არავის არ უფიქრია. კახა კუჭავა და ირაკლი კობახიძე თუ ამბობენ, რომ სპეკულაციების გამორიცხვა რომ მოვახდინოთ ბოლომდე,  ჩავწეროთ, ეს არ არის თქვენი ინიციატივა. მთელი დღე ლაპარაკობდით პრობლემებზე და არ მოგიფიქრებიათ, რომ რაღაც კონკრეტული შემოგეთავაზებინათ“, - მიმართა მდინარაძემ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics