|
2020-05-22 13:08:06, 1274 ნახვა
კომენტარი
გამყრელიძე - ყველაზე მძიმე ეპიდ ვითარება ქვემო ქართლის რეგიონშია, რის გამოც სოფელი მუშევანი და გეტა ჩაკეტილი დარჩება კიდევ 28 დღე
სოფელი მუშევანი და გეტა დარჩება ჩაკეტილი, იმ დრომდე ვიდრე ყველა ადამიანის გამოკვლევა და იდენტიფიცირება არ მოხდება. ბოლო ორი 14 დღიანი პერიოდის გასვლის შემდეგ შეიძლება ამ სოფლების გახსნის საკითხიც დაისვას - ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ამ დროისთვის ქვეყანაში ცხელ წერტილად რჩება სოფელი - მუშევანი და გეტა, სადაც სერიოზული კვლევები მიმდინარეობს. „დილის მონაცემებით გვაქვს სულ 723 შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურებული, რომელიც გამოვლინდა 45 707 გამოკვლეული შესაძლო შემთხვევიდან. სულ ქვეყანაში ჩატარებულია 48 290 PCR კვლევა ჩატარდა, ლაბორატორიული კვლევები გაცილებით მეტია, სწრაფ ტესტებსაც თუ მიამატებთ, დაახლოებით 5-დან 10 ათასამდე გაიზრდება ეს რაოდენობა. ზოგადად ყველაზე დაძაბული სიტუაცია ამ პერიოდში ჩვენ გვქონდა ქვემო ქართლის რეგიონში და კერძოდ, სამ მუნიციპალიტეტში - ბოლნისში, მარნეულსა და თეთრიწყაროში. მთლიანად ამ სამ მუნიციპლაიტეტზე მოდის 36% მთელი ინფიცირებულების ქვეყანაში და ყველაზე მაღალი, ახალ ინფიცირებულთა მაჩვენებლი ბოლნისში ფიქსირდება და 161-ს შეადგენს. ინდიკატორი კი, 100 ათას მოსახლეზე გადათვლით, ყველაზე მაღალი სწორედ იქ არის, შემდეგ მოდის თეთრიწყარო და მარნეული. თეთრიწყაროში იყო 58 ინფიცირებული დაფიქსირდა და ბევრი უკვე გამოჯანმრთელდა კიდეც, ხოლო მარნეულში 38. რაც შეეხება სოფელ გეტას, ჩვენ მთელი მოსახლეობა გამოვიკვლიეთ. ეს არ არის დიდი სოფელი, დაახოებით 400-მდე ადამიანი სახლობს. გამოვიკვლიეთ 320 ნიმუში და 18 დადებითი იყო ანუ 7% იყო დადებითობის მაჩვენებლი. ყველა გადაყვანილია საავადმყოფოებში და მიმდინარეობს მკურნალობა. ხოლო რაც შეეხება სოფელ მუშევანს, ეს უფრო მოზრდილი სოფელია და აქ ჩვენ გამოგამოვიკვლიეთ 522 ადამიანი დღემდე. სულ არის 700-მდე მოსახლე და დამყოლობა არ იყო ძალიან მაღალი, ანუ აქტიურად არ თანამშრომლობდნენ გამოკვლევებზე, მაგრამ დავარწმუნეთ და დღესაც გრძელდება ეს. იქ 55 ადამიანს დაუდასტურდა ვირუსი, ანუ 10%-ში გვაქვს დადებითობა, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გავაქვს სწორედ სოფელ მუშევანში. 12 სიკვდილიდან 3 გვაქვს ბოლნისის მუნიციპალიტეტში. სავარაუდოა, რომ სოფელი მუშევანი და გეტა დარჩება ჩაკეტილი, იმ დრომდე ვიდრე ყველა ადამიანის გამოკვლევა და იდენტიფიცირება არ მოხდება. ბოლო ორი 14 დღიანი პერიოდის გასვლის შემდეგ შეიძლება ამ სოფლების გახსნის საკითხიც დაისვას ,“- განაცხადა გამყრელიძემ.
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)