|
2020-05-22 12:09:50, 1280 ნახვა
პოლიტიკა
გახარია - წელს გვაქვს საარჩევნო წელიწადი და კარგი, დემოკრატიული არჩევნების ჩატარება
წელს გვაქვს საარჩევნო წელიწადი და კარგი, დემოკრატიული არჩევნების ჩატარება - ეს არის ჩვენი ვალდებულება, რომელსაც საქართველოს მთავრობა, ხელისუფლება, გუნდი წარმატებით გავართმევთ თავს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, წელს ქვეყანაში საარჩევნო წელიწადია და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება მთავრობის ვალდებულებაა, რასაც სახელისუფლებო გუნდი წარმატებით გაართმევს თავს. „ყველაფერთან ერთად, მთავრობას აქვს ვალდებულება, ხელი შეუწყოს ქვეყანაში პოლიტიკური პროცესის, საკონსტიტუციო პროცესის გაგრძელებას. ყველას კარგად გვესმის, რომ წელს ჩვენ გვაქვს საარჩევნო წელიწადი და კარგი, სანიმუშო, დემოკრატიული არჩევნების ჩატარება - ეს არის ჩვენი ვალდებულება, რომელსაც საქართველოს მთავრობა, ხელისუფლება, გუნდი წარმატებით გავართმევთ თავს. თუ აქამდე ვიბრძოდით ორ ფრონტზე - ჯანმრთელობის და ეკონომიკური განვითარების, ახლა დაგვემატა ახალი. ამასაც უნდა გავუძლოთ და ამ ფრონტზეც უნდა ვიყოთ წარმატებულები და გამარჯვებულები. როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყნისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი, მოქალაქისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის ელემენტარული საკანონმდებლო ნაბიჯები, იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ შეზღუდვის სახით, ხელი შევუშალოთ ქვეყანაში ინფექციის სწრაფ და მასშტაბურ გავრცელებას, ეს საკითხები ხდება პოლიტიკური სპეკულირების თემა. სამწუხაროა ეს ყველაფერი, თუმცა ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გლობალურად პანდემია გამოაცხადა 11 მარტს და ეს პანდემია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას არ მოუხსნია, რაც უკვე გვაძლევს საშუალებას, გვაიძულებს და გვისახავს ამოცანას, რომ მსოფლიოსთან ერთად ვიბრძოლოთ ამ პანდემიის წინააღმდეგ, რასაც ეფექტურად ვაკეთებთ. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამ საბჭოს მუშაობას აქვს კრიტიკულად დიდი მნიშვნელობა, ისევე, როგორც ამ საბჭოს დაქვემდებარებაში შექმნილ შტაბებს, როგორც ქვეყნის, ასევე რეგიონალური მასშტაბით და ეს ყველაფერი უნდა გაგრძელდეს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)