|
2015-08-22 09:52:34, 1188 ნახვა
სხვადასხვა
თინა ხიდაშელის აშშ-ში ვიზიტს უცხოური მედია აქტიურად აშუქებს
ტელეკომპანია „ალ-ჯაზირა“, „ბლუმბერგი“, „რადიო თავისუფლება“, ასევე, ინტერვიუ ჟურნალ „ფორეინ ფოლისის“ მიმომხილველ მაიკ ჩეჩირესთან - საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის სამუშაო ვიზიტს ამერიკის შეერთებულ შტატებში უცხოური მედია აქტიურად აშუქებს. მინისტრის განცხადებით, რუსეთის ხელისუფლებამ 2008 წელს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის დროებით შეფერხება შეძლო. ვარშავის სამიტზე კი დასავლეთის ადეკვატური პასუხი საქართველოს ევროპულ მისწრაფებაზე უმნიშვნელოვანესი იქნება არა მხოლოდ საქართველოს უსაფრთხოების გარემოს, არამედ, მთლიანად ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურისთვის. თინათინ ხიდაშელის განცხადებით, აშშ-ის თავდაცვის მდივანთან საუბარი იმ სამომავლო პროექტებს შეეხო, რომლებიც აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას 2016 წლიდან ახალ ფაზაში გადაიყვანენ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)