21:43 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-21 12:43:30, 1093 ნახვა

კომენტარი
სამადაშვილი - საინტერესოა მოვისმინოთ პრემიერის ანგარიში, სად წავიდა და როგორ გაიხარჯა ის სახსრები, რომელსაც საკუთარ მოქალაქეებს პირდებოდა

საინტერესოა მოვისმინოთ პრემიერის ანგარიში, სად წავიდა და როგორ გაიხარჯა ის სახსრები, რომელსაც საკუთარ მოქალაქეებს პირდებოდა, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილე, სალომე სამადაშვილი 27 მაისს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წარდგენას პარლამენტის წინაშე.

მისი თქმით, საინტერესო გავიგოთ როგორ აპირებს პრემიერი საერთაშორისო დახმარების უზრუნველყოფას, როცა საერთაშორისო პარტნიორები შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებისკენ მოუწოდებენ.

„ძალიან საინტერესო იქნება მოისმინონ ბატონი გახარიას დეტალური გეგმები და დეტალური ანგარიში, სად წავიდა და როგორ გაიხარჯა ის სახსრები, რომელსაც პირდებოდა საკუთარ მოქალაქეებს დასახმარებლად. გავიგოთ როგორ აპირებს ბატონი გახარია, მათ შორის საერთაშორისო დახმარების უზრუნველყოფას მაშინ, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ მიიღოს ის პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომელიც შესაძლებელს გახდის სწორედ იმას, რომ ამ დახმარებებს გზა გაეხსნა“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.  

შეგახსნებთ, რომ 27 მაისს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საკანონმდებლო ორგანოში ანგარიშით წარსდგება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics