12:50 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-21 13:15:48, 597 ნახვა

საზოგადოება
თბილისში ხვალ ცხოველების დისკრიმინაციის წინააღმდეგ მარში გაიმართება

თბილისში ხვალ  ცხოველების დისკრიმინაციის წინააღმდეგ მარში გაიმართება. სპესიშიზმის წინააღმდეგ აქცია  22 აგვისტოს 18.00 საათზე  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მახლობლად მდებარე სკვერში დაიწყება.
"ჩვენს საზოგადოებაში ცხოველებთან დამოკიდებულება დაფუძნებულია სპეციშიზმზე. რასიზმისა და სექსიზმის ანალოგიურად, სპეციშიზმიც მიეკუთვნება დისკრიმინაციული კონცეფციების რიგს და წარმოადგენს იდეოლოგიას, რომელიც უგულებელყოფს ცხოველების სიცოცხლესა და ინტერესებს, მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ისინი მიეკუთვნებიან სხვა ბიოლოგიურ სახეობას. სპეციშიზმი არაგონივრული და არაჯანსაღია, რადგან ადამიანი არ არის ემოციების შეგრძნების უნარის მქონდე ერთადერთი არსება, აქედან გამომდინარე, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ჩვენს პლანატაზე ჩვენთან ერთად მცხოვრები ყველა არსების ინტერესებს და სიცოცხლეს.
დღესდღეისობით სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი გამოდის ცხოველების მიმართ უსამართლო დამოკიდებულების წინააღმდეგ, სწორედ ეს გახდა ჩვენი ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე სოციალური პოლემიკის საკითხი.
სპეციშიზმთან ბრძოლის საერთაშორისო დღის მიზანს ამ უსამართლო იდეოლოგიის მხილება წარმოადგენს, რათა აღარ იარსებოს ცხოველების მიმართ ამ ბარბაროსულმა დამოკიდებულებამ.
«ჩვენ მივილტვით იმ მშვიდობისაკენ, სადაც ყველა ცოცხალი არსების სიცოცხლე მნიშვნელოვანია და სადაც ყველა გონივრული არსების ინტერესი დაცულია. სამყარო უკვე ამ გზას ადგას. მოდით, ამ საკითხზე ერთად ვიმუშავოთ, რათა ჩვენს მიზანს უფრო სწრაფად მივაღწიოთ!",-აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაცია Vegan Georgia-ში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის საკითხის აქტუალიზაციაზე ამბობს, რომ არაკვალიფიციურობით გამოწვეული მცდარი შეხედულებების ტირაჟირება მიმდინარეობს
მაღაზიების ძარცვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 15 წლის მოზარდი დააკავეს
ციფრული ტრანსფორმაციის პრაქტიკული შედეგები: როგორ ცვლის „თეგეტა ჰოლდინგი“ იურიდიულ პროცესებს Lawformer-თან პარტნიორობით
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა განახლებული პროგნოზები: უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა, ინფლაცია, და სტაბილური ლარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics