06:46 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-18 16:27:17, 1083 ნახვა

პოლიტიკა
გაერთიანებული ოპოზიციის განცხადება - ვიმედოვნებთ, გიორგი რურუა საპატიმროს მალე დატოვებს და შემდეგ საარჩევნო სისტემა შეიცვლება

ჩვენი ამოცანაა, რომ ყველა ცვლილება საქართველოში, მხოლოდ კონსტიტუციურ ფარგლებში და მშვიდობიანად განხორციელდეს, ხელისუფლება დემოკრატიული არჩევნების გზით კვლავ შეიცვალოს, - ამის შესახებ ოპოზიციური პარტიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელიც „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში მიიღეს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ხელისუფლების არჩევნებში დამარცხების შემდეგ, დემოკრატიულმა და დღევანდელმა მთავრობამ უნდა გამოიყვანოს ქვეყანა დღეს არსებული ეკონომიკური ჩიხიდან და გადადგას საკვანძო ნაბიჯები სასამართლოს დამოუკიდებლობისკენ.

„პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული გადაწყვეტილება, რომლითაც გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი გათავისუფლდნენ, მნიშვნელოვანი ნაბიჯია 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ და საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის ნორმალიზაციისკენ. იმედს გამოვთქვამთ, რომ საპატიმროს მალე დატოვებს გიორგი რურუაც, ხოლო ამის შემდეგ საქართველოს პარლამენტი მიიღებს შეთანხმებულ საკონსტიტუციო ცვლილებებსა და ასევე გადაიდგმება ნაბიჯები საარჩევნო კანონმდებლობის საერთაშორისო რეკომენდაციების საფუძველზე გარდასაქმნელად. ამით ქვეყანა არსებითად წინ წაიწევს პროპორციული და სამართლიანი საარჩევნო სისტემისკენ. ამ პროცესის დასრულება არის კარგი მთლიანად ქვეყნისთვის, მისი ყველა მოქალაქისთვის და არა რომელიმე ცალკეული პარტიისთვის. ჩვენი ამოცანაა, რომ 2020 წლის არჩევნები საქართველოში ჩატარდეს მშვიდ, ნორმალურ ვითარებაში, ხოლო ხელისუფლება შეიცვალოს არჩევნების გზით, რაც მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება საქართველოს დემოკრატიზაციის გზაზე. ხელისუფლების არჩევნებში დამარცხების შემდეგ, დემოკრატიულმა და დღევანდელმა მთავრობამ უნდა გამოიყვანოს ქვეყანა დღეს არსებული ეკონომიკური ჩიხიდან, გადადგას საკვანძო ნაბიჯები სასამართლოს დამოუკიდებლობისკენ, რათა საქართველო აღარასდროს დადგეს იმ გამოწვევების წინაშე, რასაც პოლიტიზირებული მართლმსაჯულება და ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობა ჰქვია. ჩვენ, ოპოზიციური პარტიებს, სწორედ ამ მიზნების მისაღწევად გადაწყვეტილი გვაქვს ერთმანეთთან კოორდინირებული მოქმედება. ჩვენი ამოცანაა, რომ ყველა ცვლილება საქართველოში, მხოლოდ კონსტიტუციურ ფარგლებში და მშვიდობიანად განხორციელდეს და ხელისუფლება დემოკრატიული არჩევნების გზით კვლავ შეიცვალოს“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics