2020-05-17 11:39:11, 2086 ნახვა
მსოფლიო
ევროკომისიის შენობა ლგბტ დროშის ფერებში განათდა
ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით ევროკომისიის შენობა ლგბტ დროშის ფერებში განათდა.
"ყველას შეგვიძლია, შევიტანოთ ცოტაოდენი ცისარტყელა ჩვენს ცხოვრებაში.
ჩვენი მთავარი ოფისის შენობა ასე განათდა, რათა აღვნიშნოთ ჩვენი მრავალფეროვნება და ღირებულებები, და ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღე.
ევროპა ყოველთვის დაიცავს თქვენს ფუნდამენტურ უფლებებს და თავისუფლებებს. ჩვენ თანასწორთა გაერთიანება ვართ". - წერია ევროკომისიის პრეს-რელიზში.
17 მაისი ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.
დღევანდელი დღე აერთიანებს იმ საერთაშორისო ღონისძიებებს, რომლებიც ლგბტქ უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება და გმობს ძალადობას.
ავტორი: ექსპრესნიუსი,