22:55 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-16 16:42:31, 1695 ნახვა

კომენტარი
კილაძე - პრეზიდენტის გადაწყვეტილებას არ ვეთანხმებით, თუმცა ეს იყო გადაწყვეტილება, რომელსაც უკან ვერ დავაბრუნებთ

გვახსოვს, რომ რამდენიმე თვის წინაც იყო პრეზიდენტის ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებსაც ჩვენ არ ვეთანხმებოდით, ეს იყო სკანდალური შეწყალებები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოფო კილაძემ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწაყლების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ამჯერად „ნაციონალური მოძრაობა“ ვეღარ ისპეკულირებს, რომ ადგილი აქვს პოლიტპატიმრების დაკავებას.

„ჩვენ არაერთხელ დაგვიფიქსირებია, რომ ეს ადამიანები დამნაშავეები არიან, რაც დამტკიცებულია სასამართლოს ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით. ეს ადამიანები პოლიტპატიმრები არ არიან. ჩვენ გვახსოვს, რომ რამდენიმე თვის წინაც იყო პრეზიდენტის ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებსაც ჩვენ არ ვეთანხმებოდით, ეს იყო რეალურად სკანდალური შეწყალებები.  ჩვენ არ ვეთანხმებით, თუმცა ეს იყო გადაწყვეტილება, რომელსაც უკან ვერ დავაბრუნებთ ვერც ჩვენ და ვერც ქალბატონი სალომე. აჯობებს, კონცენტრაცია მოვახდინოთ იმაზე, რომ არჩევნები ჩატარდეს ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას ეკადრება. ამით „ნაციონალური მოძრაობა“ ვეღარ ისპეკულირებს, რომ ვთქვათ, ადგილი აქვს პოლიტპატიმრების დაკავებას, ამასაც ვეღარ გააკეთებს სამომავლოდ. აჯობებს, ახლა მომავალზე გავაკეთოთ აქცენტირება, რაც არ უნდა სამწუხარო იყოს ის გადაწყვეტილებები, რომელიც უკვე მიღებულა“, - განაცხადა სოფო კილაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics