2020-05-16 14:22:26, 1474 ნახვა
საზოგადოება
15:00 საათზე, მეტროსადგურ „სადგურის მოედნის“ ტერიტორიაზე გაიმართება სახანძრო-სამაშველო სწავლება - გადაიკეტება „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორია.
დღეს, 16 მაისს, 15:00 საათზე, მეტროსადგურ „სადგურის მოედნის" ტერიტორიაზე გაიმართება სახანძრო-სამაშველო სწავლება -„მეტროპოლიტენი 2020". შესაბამისად, გადაიკეტება "სადგურის მოედნის" მიმდებარე ტერიტორია.
სასწავლო ვარჯიშის ფარგლებში, მოსალოდნელია ადგილი ჰქონდეს დაკვამლიანებას.
სახანძრო-სამაშველო და საპატრულო ტექნიკა ასევე მობილიზებული იქნება მეტროსადგურებთან - „წერეთელი" და „ნაძალადევი".
ღონისძიების მიზანია, შეიქმნას წინასწარ განსაზღვრული სამოქმედო გეგმა, რათა უფრო ეფექტიანი გახდეს შესაძლო ხანძრებზე რეაგირება.
ღონისძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაცების მართვის სამსახურის ორგანიზებით ტარდება.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),