2015-08-20 17:20:30, 581 ნახვა
საზოგადოება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში „ალდაგმა“ თხილის ზარალი აანაზღაურა
„ალდაგმა“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 280 კომლს თხილის ზარალი აუნაზღაურა. ზარალმა 140 000 ლარი შეადგინა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სტიქიით მიყენებული თხილის ზარალი სადაზღვევო კომპანია „ალდაგმა" დაზარალებულებს აუნაზღაურა.
მათივე ინფორმაციით, ძლიერმა ქარიშხალმა თხილის მოსავალს ზიანი მიაყენა და მოსახლეობა დააზარალა. ოჯახებს, რომელსაც მოსავალი დაზღვეული ქონდათ სადაზღვევო კომპანიამ თხილის ზარალი აუნაზღაურა.
ზარალის ოდენობა გაშენებული თხილნარის ფართის მიხედვით გაიცა. 280 კომლს სადაზღვევო კომპანიამ 140 000 ლარი გადასცა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან