05:20 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-15 22:18:07, 1973 ნახვა

პოლიტიკა
​უგულავა - მიუხედავად იმისა, რომ ზურაბიშვილმა უშვერი სიტყვებით ილანძღა, შეწყალების აქტზე მისი ხელმოწერაა, რისთვისაც მადლობას ვეუბნები

ფაქტია, სალომე ზურაბიშვილის ხელმოწერაა ჩემი შეწყალების აქტზე, ამიტომ, ადამიანურად მას მადლობას ვეუბნები, მიუხედავად იმისა, რომ უშვერი სიტყვებით ილანძღა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, თუ საპატიმროს გიორგი რურუაც არ დატოვებს, „ევროპული საქართველო“ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს.

„მიუხედავად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილს 100 წელი არც მე არც ოქრუაშვილი არ გავახსენდებოდით, ფაქტია, რომ მისი ხელმოწერაა ამ ჩემს შეწყალების აქტზე, ამიტომ, ადამიანურად, ბუნებრივია, მას მადლობას ვეუბნები მიუხედავად იმისა, რომ უშვერი სიტყვებით ილანძღა. ასევე, მინდა მადლობა ვუთხრა, ყველა იმ ადამიანს, ვინც აქ იყო: ჯერ მე-9 დაწესებულება იყო, მერე გზაში მე-12 გახდა - დირექტორით დაწყებული, ექიმით და რიგითი ინსპექტორით დამთავრებული - ყველას მინდა მადლობა ვუთხრა. ასევე მინდა, იმედი გამოვთქვა, რომ გიორგი რურუა მალე დატოვებს საპატიმროს. სხვა შემთხვევაში მოთხოვნა მოთხოვნად დარჩება და შესაბამისად, ჩვენ არ მივიღებთ კენჭისყრაში მონაწილეობას“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი დღეს შეიწყალა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics