2020-05-15 14:42:50, 1546 ნახვა
საზოგადოება
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ერთ სივრცეში არაუმეტეს 10 აბიტურიენტი იქნება
ერთ სივრცეში ეროვნული გამოცდების ჩატარების დროს, იქნება არაუმეტეს 10 აბიტურიენტი.
ამის შესახებ, განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, განათლების ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციისას განაცხადა.
„ერთ სივრცეში, ერთ ოთახში გამოცდების ჩატარების დროს არაუმეტეს 10 აბიტურიენტის იქნება. გარდა ამისა, იქნება მთელი ნუსხა დეტალური, სპეციფიური პროტოკოლის, რომელსაც ივნისში ეროვნული გამოცდების თარიღების გამოცხადების დროს იქნება. ივნისში უფრო უკეთესი სურათი იქნება ჩვენთვის ყველასთვის, მთელი მსოფლიოსთვის ზოგადად ეპიდსიტუაციის შესახებ და აქედან გამომდინარე მოხდება დასკვნების გაკეთება“, - განაცხადა ჩხენკელმა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან