03:53 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-15 14:26:59, 1366 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი გახარია - ევროსაბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობას საერთაშორისო დონეზე ჰქონდა ძალიან მაღალი შეფასება

საქართველომ დღეს დაასრულა ევროპის საბჭოში თავმჯდომარეობა; ეს 6 თვე, გლობალური პანდემიის მიუხედავად იყო ძალიან წარმატებული,  -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საერთაშორისო დონეზე საქართველოს თავმჯდომარეობას ძალიან მაღალი შეფასება ჰქონდა.

პრემიერ-მინისტრმა ევროპელ პარტნიორებს წარმატებული თანამშრომლობისთვის,  ხოლო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს ნაყოფიერი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ეს 6 თვე იყო ძალიან წარმატებული, მიუხედავად გლობალური პანდემიისა. საერთაშორისო დონეზე საქართველოს თავმჯდომარეობას ჰქონდა ძალიან მაღალი შეფასება. მინდა, ჩვენს თითოეულ ევროპელ პარტნიორს მადლობა გადავუხადო ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და მადლობა საგარეო საქმეთა სამინისტროს და მინისტრს ასეთი ნაყოფიერი და ეფექტური საქმიანობისთვის", - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics