2020-05-15 14:08:18, 1638 ნახვა
საზოგადოება
პრემიერი - ეროვნული გამოცდები ჩატარდება ჩვეულ რეჟიმში და მათი თარიღი გამოცხადდება ივნისის თვეში
ეროვნული გამოცდები ჩატარდება ჩვეულ რეჟიმში და მათი თარიღი გამოცხადდება ივნისის თვეში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განათლების ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, მეთორმეტე კლასელები სკოლას 20 მაისს დაასრულებენ. ამასთანავე, სწავლა 15 ივნისს დასრულდება.
„მეთორმეტე კლასელები დაასრულებენ სასწავლო წელს 20 მაისს, პიოველ კლასელებისთვის დასრულდება 27 მაისს, სასწავლო წელი დასრულდება 15 ივნისს. ეროვნული გამოცდები ჩატარდება ჩვეულ რეჟიმში და მათი თარიღი გამოცხადდება ივნისის თვეში. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პირველი რეაგირება განათლების სისტემის კრიზისზე“, - განაცხადა პრემიერმა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან