|
2020-05-15 12:55:44, 1580 ნახვა
საზოგადოება
უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ბოლნისში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა განიხილა
ბოლნისის მუნიციპალიტეტში გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. გასული 24 საათის განმავლობაში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში დაფიქსირებული კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევის გამო, საბჭომ ზომების გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო და სოფელ მუშევანთან ერთად, სადაც მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები მოქმედებდა, ანალოგიური რეჟიმი დაწესდა სოფელ გეტაში. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტებმა ადგილზე დამატებითი სამედიცინო ღონისძიებების გატარება დაიწყეს, მათ შორის, მიმდინარეობს მოსახლეობის აქტიური თერმოსკრინინგი და ტესტირება. მთავრობის მეთაურმა სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებს დაავალა, მაქსიმალურად გააკონტროლონ მკაცრი საკარანტინო შეზღუდვების ზედმიწევნით აღსრულება მუშევანსა და გეტაში, რათა შესაძლო გართულებები თავიდან იყოს აცილებული. სხდომაზე განიხილეს ქვეყანაში არსებული ზოგადი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა. დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 671 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 393 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. გარდაცვლილია 12 ადამიანი. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 3 873 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 404 პირი. საბჭოს წევრებმა ასევე იმსჯელეს ეკონომიკის გახსნის ეტაპების მიმდინარეობაზე და შეზღუდვების გაუქმების კუთხით დაგეგმილ მომდევნო ნაბიჯებზე. როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 18 მაისიდან, ორშაბათიდან, გაიხსნება სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები, აგრეთვე, მოიხსნება დაწესებული შეზღუდვა - 3 ადამიანის შეკრების თაობაზე, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. 3 ადამიანის შეკრების თაობაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნის მიუხედავად, ძალაში რჩება აკრძალვა 10-ზე მეტი ადამიანის შეკრების შესახებ. ამასთან, კვლავ ძალაში რჩება შეზღუდვა ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილების შესახებ, კერძოდ, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებით 3-ზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) გადაადგილება. მგზავრები უნდა განთავსდნენ მძღოლის უკანა მხარეს. სხდომაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ ცალკეული შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად მოქალაქეებმა უნდა დაიცვან ჯანდაცვის სპეციალისტების მიერ გაცემული რეკომენდაციები, რომ არ გაუარესდეს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობ და არ გაჩნდეს უკვე მოხსნილი შეზღუდვების ხელახლა დაწესების საჭიროება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმის მიზნით სხდომებს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით განაგრძობს. საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)