03:53 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-15 12:41:31, 1216 ნახვა

პოლიტიკა
ეკა ბესელია - თუ ეს ყველაფერი თამაში არ არის მმართველი პარტიის მხრიდან, დააყენონ საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხი

თუ ეს ყველაფერი თამაში არ არის მმართველი პარტიის მხრიდან, დააყენონ საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხი, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ განაცხადა.

მისი თქმით, თუ დაინახავს, რომ ხმები საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის მმართველ გუნდს ხმები არ ეყოფა, მაშინ ის ხმას მისცემს კანონპროექტის მიღებას, რადგან შემდეგ სათქმელად არ ჰქონდეს მმართველ გუნდს, რომ „ჩვენ ყველამ მივეცით ხმა და თქვენ,ოპოზიციამ ჩააგდეთ კანონპროექტიო“.

„შეიძლება იგივე არ განმეორდეს და რაღაც სხვა ტიპის მანიპულაცია ჩაიფიქროს მმართველმა პარტიამ. ამიტომ, რომ არ დავუტოვოთ სივრცე, მოდით მივიყვანოთ იქამდე, რომ კენჭისყრაზე დააყენოს ეს კანონპროექტი და დავინახოთ მართლა აძლევენ თუ არა ისინი ხმას, თუ ნამდვილად სურთ, რომ ჩაშალონ ეს შეთანმხება. თუ ეს ყველაფერი თამაში არ არის მმართველი პარტიის მხრიდან, დააყენონ საკითხი და თუ დავინახეთ, რომ მათ აკლდებათ ჩვენი ხმები საარჩევნო სისტემის ცვლილებისთვის, მე ვფიქრობ, რომ ასეთ დროს უნდა მივცე ხმა, რათა მათ არ ჰქონდეთ სათქმელი, რომ ჩვენ ყველამ მივეცით ხმა და თქვენ,ოპოზიციამ ჩააგდეთ“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics