01:02 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-15 11:38:37, 1327 ნახვა

საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში, გუდამაყრის ქუჩაზე ახალი სკვერის მოწყობა მიმდინარეობს

ნაძალადევის რაიონში, გუდამაყრის ქუჩაზე, სანზონის N18 კორპუსის მიმდებარედ ახალი სკვერის მოწყობა გრძელდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები 1 081 კვ.მ ფართობზე სრულდება.

პროექტის ფარგლებში, მოეწყო სარწყავი სისტემა და ბალახის საფარი. ამ ეტაპზე, სკვერის ფილებითა და ბორდიურით მოპირკეთება მიმდინარეობს. მოეწყობა გარე განათების ქსელი, დამცავი მოაჯირი და საპარკე ინფრასტრუქტურა, კაუჩუკისსაფარიან მოედანზე კი საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდება.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ალექსანდრე ხუჯაძესთან ერთად დაათვალიერა.

„ამ ადგილას გამწვანებული ტერიტორია იყო, თუმცა არ არსებობდა ინფრასტრუქტურა, დასასვენებელი სივრცე, რომ მოსახლეობას ესარგებლა. პროექტის დასრულების შემდეგ, ადგილობრივ მცხოვრებლებს ახალი, კეთილმოწყობილი სკვერი ექნებათ. აქ სავარჯიშო ტრენაჟორები გასულ წელს დავამონტაჟეთ. ახლა უკვე სკვერში საბავშვო გასართობი ზონა მოეწყობა“, - აღნიშნა ირაკლი ხელაძემ.

გუდამაყრის ქუჩაზე სკვერის კეთილმოწყობისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 115 915 ლარი გამოყო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics