03:53 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-15 10:11:12, 1100 ნახვა

პოლიტიკა
შსს-ს აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტომ კოვიდ-19-თან ეფექტიანი ბრძოლისთვის პერსონალური დაცვის აღჭურვილობა გადასცა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტომ (DTRA), ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციისთვის, 250 000 აშშ დოლარის ღირებულების პერსონალური დაცვის აღჭურვილობა გადასცა.

DTRA-მ შინაგან საქმეთა სამინისტროს სახის დამცავი 2150 ფარი, 1500 ლიტრი სადეზინფექციო სითხე, 12260 რესპირატორი (N95), 576 თერმომეტრი და 12260 თეთრი ერთჯერადი დამცავი სამოსი „Tyvek”, დამცავი ხელთათმანებით, ქუდითა და ბახილებით.

აღნიშნული აღჭურვილობა შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურულ დანაყოფზე განაწილდება: სასაზღვრო პოლიცია, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი.

სამინისტროსა და აშშ-ს შორის მრავალწლიანი მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა, რომლებმაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი უწყების შესაძლებლობების გაძლიერებას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics