|
2020-05-14 17:42:02, 1154 ნახვა
პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი: ჩვენ შემოგვაქვს კატეგორია ფერმერი, რომელიც საკანონმდებლო სივრცეში არ ჩანდა
„ჩვენ შემოგვაქვს კატეგორია ფერმერი, რომელიც საკანონმდებლო სივრცეში არ ჩანდა", - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. „ჩვენ შემოგვაქვს კატეგორია ფერმერი, ახალი კატეგორია, რომელიც არც საკანონმდებლო სივრცეში ჩანდა. ჩვენ რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ ფერმერთა რეესტრის წარმოება და ფერმერი განისაზღვრა როგორც ადამიანი, რომელიც რეალიზაციის მიზნით აწარმოებს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტს. ეს არის მნიშვნელოვანი პროფესიული ელემენტის გაჩენა ამ კატეგორიაში. ადამიანები, რომლებიც სოფლად ცხოვრობენ, ხდებიან ფერმერები. ისინი არ არიან გლეხები და არ არიან სოციალური ბენეფიტის მიმღები კატეგორია, ანუ სოციალური დახმარების სუბიექტი, რომელიც, რა თქმა უნდა, ჩვენ კიდე გვრჩება. ჩვენი მოსახლეობის საკმაოდ დიდი რაოდენობა სოციალური დახმარების მიმღებია და ალბათ რამდენიმე წელი ეს იქნება, იმიტომ, რომ ჩვენს ხელისუფლებას აქვს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა. ჩვენ ვაყალიბებთ პროფესიონალ კატეგორიას. ეს ადამიანები ფლობენ მიწას ლეგალურად, ეს არის რეგისტრირებული, ისინი არიან სახელმწიფოსთან კომუნიკაციაში, ხდებიან ფერმერთა რეესტრის ნაწილი და ეს არის წინაპირობა, რომ ისინი იღებენ გარკვეულ შეღავათებს. ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ქვეყანას, სადაც სოფლის მეურნეობის ასეთი პირდაპირი სუბსიდია არ ხორციელდება. ევროკავშირის ყველა ქვეყანაში არის 1 ჰა-ზე კონკრეტული შეღავათი, თუ ფერმერი ასრულებს ამ პირობებს. ასეთივე პირობებია ევროკავშირში მოთხოვნილი და ფერმერთა რეგისტრაციის ის სისტემა, რომელიც ჩვენთან დაინერგა, მათ შორის ელექტრონული პროგრამა, არის ევროკავშირთან შეთანხმებული და ევროკავშირში ადაპტირებული. ასე რომ, ეს არის გზა, თუმცა გრძელვადიანი პერსპექტივა წარმატებისკენ, რომ ჩვენ მეტი კეთილდღეობა გვქონდეს სოფლად და მეტად წარმატებული იყოს ჩვენი სოფლის მეურნეობა. არის აუცილებელი, ძალიან მნიშვნელოვანი, დროული და თანმიმდევრული ნაბიჯი ამ სიტუაციაში", - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)