02:03 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-12 14:52:01, 1428 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილის განცხადებით, დიზელის საწვავის 1 ლარით იაფად შეძენის შეღავათით მსხვილი ფერმერებიც ისარგებლებენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, დიზელის საწვავის ბაზარზე არსებულ ფასთან შედარებით 1 ლარით იაფად შეძენის შეღავათით მსხვილი ფერმერებიც ისარგებელებენ.

მისივე თქმით, მათთვის ლიმიტი 15 000 ლიტრი საწვავი იქნება.

„საშუალოდ ფერმებს წლის განმავლობაში 1 ჰექტარზე სჭირდება დაახლოებით 150 ლიტრი საწვავი, ეს არის ძირითადად დიზელის საწვავი, რომელიც სხვადასხვა აგროტექნიკურ სამუშაოებში უნდა გამოიყენოს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს საწვავი მისთვის იყოს მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და ამ შემთხვევაში არ ვსაუბრობთ მხოლოდ მცირე ფერმერებზე, არ ვსაუბრობთ მხოლოდ მცირე და საშუალო ფერმერულ მეურნეობებზე, რომელთა ფართობიც შეიძლება 10 ჰექტრამდე იყოს, ჩვენ მსხვილ ფერმერებსაც, ასობით ჰექტარის მქონე ფერმერებსაც ვაძლევთ საშუალებას, რომ ამ შეღავათით ისარგებლონ, მაქსიმალური ლიმიტი მათთვის იქნება 15 000 ლიტრი საწვავი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი შეღავათია“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics