|
2020-05-12 13:45:07, 1372 ნახვა
პოლიტიკა
ზალკალიანი - ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დასკვნა აღმოსავლეთ პარტნიორობასთან დაკავშირებით, საქართველოს ევროინტეგრაციულ მიზნებს ადასტურებს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ეს დოკუმენტი დაედება საფუძვლად აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტს, ჩვენ ძალიან ინტენსიურად ვიმუშავეთ პარტნიორებთან იმისთვის, რომ ყველა ჩვენთვის პრიორიტეტული მიმართულება ასახულიყო აღნიშნულ დოკუმენტში, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობასთან დაკავშირებით მიღებული დასკვნითი დოკუმენტის შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, „ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დასკვნა აღმოსავლეთ პარტნიორობასთან დაკავშირებით ადასტურებს როგორც პარტნიორობის სტრატეგიულ მნიშვნელობას ევროკავშირისთვის, ასევე საქართველოს ევროინტეგრაციულ მიზნებს“. როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, დოკუმენტში ასახულია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა საქართველოს ევროპული მისწრაფება და ევროპული არჩევანი. ასევე, დოკუმენტში დადასტურებულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა, ხოლო ევროკავშირის ჩართულობა კონფლიქტების მოგვარების კუთხით, გამოყოფილია როგორც პრიორიტეტი. მინისტრის ინფორმაციით, დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია სატრანსპორტო და ენერგეტიკული კავშირების გაღრმავების აუცილებლობა, რაშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს შავი ზღვა და შავი ზღვის რეგიონი. „რაც ყველაზე მთავარია, დოკუმენტში საუბარია იმაზე, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ევროკავშირისთვის და ჩვენ ეს გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტზე მიღებული საბოლოო დეკლარაცია იქნება ყოვლისმომცველი და დაფარავს ჩვენთვის მნიშვნელოვან ყველა ძირითად მიმართულებას“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის 11 მაისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ (Foreign Affairs Council- FAC) მიიღო დასკვნითი დოკუმენტი აღმოსავლეთ პარტნიორობასთან დაკავშირებით, რომელიც შეფასებას აძლევს აღმოსავლეთ პარტნიორობას, როგორც ევროკავშირის სტრატეგიულ პოლიტიკას აღმოსავლელ მეზობლებთან მიმართებაში და სახავს მათთან სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებს. უწყების ცნობით, დოკუმენტი ადასტურებს ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერას აღმოსავლეთ პარტნიორობისადმი და ხაზს უსვამს მის სტრატეგიულ მნიშვნელობას. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული დასკვნითი დოკუმენტი მოიცავს საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთ-ერთი წევრი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებს, მათ შორის საქართველოსა და სხვა ასოცირებული პარტნიორების ევროპული მისწრაფებებისა და ევროპული არჩევანის აღიარებას და ევროკავშირის მხრიდან პარტნიორობის წევრი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერას.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)