|
2020-05-11 22:53:09, 2046 ნახვა
ეკონომიკა
ცეზარ ჩოჩელი: ეროვნულმა ბანკმა ბიზნესი ორ ცეცხლს შუა ჩააგდო
ბიზნესმენმა, „ქართული ლუდის კომპანიისა“ და სხვა არაერთი წარმატებული საწარმოს დამფუძნებელმა ცეზარ ჩოჩელმა „ბანკები და ფინანსებთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში იმ სირთულეებზე ისაუბრა, რასაც ბიზნესისთვის ლარის გაცვლითი კურსის არაპროგნოზირებადობა იწვევს. მისი თქმით, ლარის გაუფასურება და მისი მოუქნელი, წინ და უკან სიარული, ანგრევს ზოგადად ბიზნესს, ხოლო წარმოებას განსაკუთრებით. „წარმოება, ეს არ არის იყიდე დღეს და ხვალ გაყიდე. წარმოება არის გრძელვადიანი პროცესი, რომელსაც სტაბილურობა სჭირდება. როდესაც ვიგეგმებით 2.75-2.80-ზე და შემდეგ გვიწევს პროდუქციიდან შემოსავლების მიღება 3.20-ზე, ისე რომ ჩვენ პროდუქციის ფასი არ გაგვიძვირებია, გამოდის, რომ მინიმუმ, 10-12%-ს უკვე ვაგებთ კურსთაშორის სხვაობის გამო. რომ გადავხედოთ შარშანდელ, შარშანწინდელ ფასებს, აღმოვაჩენთ, რომ თითოეულ წარმოებას, ყველა კომპანიას, კურსთაშორის სხვაობაში აქვს ზარალი. ეს არ არის პატარა რიცხვები. 3-4 მილიონია თითოეული კომპანიისთვის“, – ამბობს ჩოჩელი. ბიზნესმენი აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია დედოლარიზაციის პოლიტიკის პარალელურად ლარში სესხებზე არნახულად ძვირი საპროცენტო განაკვეთის არსებობა. „ეროვნული ბანკი გვეუბნება, რომ მიმდინარეობს დედოლარიზაციის პოლიტიკა და რომ პრიორიტეტი ლარიზაციაა. მეტ-ნაკლებად ბიზნესმა და მოსახლეობის ნაწილმა დაიჯერა ამ პროცესის და რა მივიღეთ შედეგად, – 14-15 და მეტპროცენტიანი ბიზნესსესხები ლარში. იძულებული ვხდებით უკან დავუბრუნდეთ დოლარს და აქ მეორე წინააღმდეგობას ვაწყდებით. დოლარში პროცენტი ნაკლებია, მაგრამ კურსის პროგნოზირების შანსი, ფაქტობრივად ნულის ტოლია. ეროვნულმა ბანკმა ბიზნესი ორ ცეცხლს შუა ჩააგდო. სულ გვესმის, რომ ეროვნული ბანკის მანდატი არ არის ვალუტის გაცვლითი კურსი და მის სტაბილურობაზე ზრუნვა. და რომ მისი ამოცანა ინფლაციის მართვა და ფასების სტაბილურობაა. განცხადების დონეზე გასაგებია, მაგრამ როცა ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის მერყეობის და ლარის მუდმივად გაუფასურების გამო იმპორტი ძვირდება, ეს, საბოლოო ჯამში, ფასებზეც ხომ პირდაპირპროპორციულად აისახება?!. დღესაც, რომ გადავხედოთ ბაზარს, რამდენი პროცენტით არის გაძვირებული სურსათი და პირველადი მოხმარების პროდუქცია, კარგად დავინახავთ ახდენს თუ არა გავლენას გაცვლითი კურსის მერყეობა ფასების ზრდაზე. რა თქმა უნდა, კურსის მერყეობა პირდაპირ კავშირშია ფასებთან“, – აღნიშნა ჩოჩელმა და დასძინა, რომ სანამ რეალური პრიორიტეტი არ გახდება ეროვნული წარმოება და ადგილობრივ მრეწველობას არ განვავითარებთ, მანამ ეკონომიკურ სტაბილურობას არ უნდა ველოდოთ.
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
გიგა ავალიანის დედას ნია იმნაძის ოჯახს სამედიცინო დოკუმენტების გაყალბებაში ადანაშაულებს
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)