2020-05-11 09:10:36, 1337 ნახვა
საზოგადოება
დღეიდან თბილისში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა
მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან თბილისში შესვლასა და გასვლაზე ყველა სახის შეზღუდვა მოიხსნა.
მათივე გადაწყვეტილებით, 14 მაისიდან გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნება რუსთავსა და გარდაბანშიც, ხოლო ქვეყანაში არსებული ე.წ. კომენდანტის საათი ძალაში დარჩება.
„ეპიდემიოლოგებისა და ექიმების კარგი შრომის შედეგად, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ასე თუ ისე შედარებით ნორმალური ციფრებიდან გამომდინარე, შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ 11 მაისიდან სრულად გაიხსნება მიმოსვლა თბილისში. თბილისში ყველა სახის შემოსვლა-გასვლა იქნება შესაძლებელი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კომენდატის საათი იქნება მოხსნილი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,