00:59 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-10 08:08:58, 1265 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე: პანდემიის მართვის თვალსაზრისით საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა

"კარგია, რომ ბოლო დღეების განმავლობაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა მეტია ახალი შემთხვევების რაოდენობაზე. თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდა, ეს იქნება ერთ-ერთი მყარი საფუძველი იმისთვის, რომ ჩვენ კიდევ უფრო აქტიურად დავიწყოთ შეზღდვების მოხსნა და ეკონომიკური, სოციალური ფუნქციების აღდგენა",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კოვიდ19-თან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის შეფასებისას განაცხადა.

 მისი თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია აშკარად უმჯობესდება და ეს ჯანდაცვის პროფესიონალების, ხელისუფლების და საზოგადოების ძალისხმევის დამსახურებაა.

  „პანდემიის მართვის თვალსაზრისით, ჩვენ ვართ ახლა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა.  საქართველომ აქაც დაამტკიცა, რომ ბიოლოგიური საფრთხეების მართვა ეფექტურად შეუძლია. დიდი სამუშაო გასწიეს ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალებმა და ეს გახდა იმის საფუძველი, რომ საქართველი ერთ-ერთი პირველია ვინც შეზღუდვების მოხსნა და ეკონომიკური ფუნქციების აღდგენა დაიწყო და ერთ-ერთი პირველია, ვინც ტურისტული სექტორის გახსნის გეგმა წარადგინა. ხელისუფლების კოორდინირებულმა მუშაობამ და ჯანდაცვის მუშაკთა წარმატებამ ჩვენ მოგვცა საშუალება ნაკლები ზიანით გამოვიდეთ პანდემიიდან" - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. პარლამენტის თავმჯდომარემ მოქალაქეებს მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.​





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics