2020-05-09 15:36:13, 2837 ნახვა
რეგიონი
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, ცხინვალში კორონავირუსის კიდევ 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
პაციენტები ინფექციური კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში არიან მოთავსებული და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
შეგახსენებთ, რომ ცხინვალში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 6 მაისს დაადასტურეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,