2020-05-09 09:22:36, 1483 ნახვა
საზოგადოება
დღეს, ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავი აღინიშნება
9 მაისს საქართველოში მეორე მსოფლიო ომში ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების 75-ე წლისთავი აღინიშნება.
როგორც წესი, 9 მაისი ვაკის პარკში აღინიშნება ხოლმე, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლები, ომის ვეტერანები, ასევე რიგითი მოქალაქეები მიდიან და უცნობი ჯარისკაცის საფლავზე ყვავილები მიაქვთ. აღსანიშნავია ისიც, რომ წელს პანდემიის გამო, შეზღუდვებია დაწესებული, ამიტომ 9 მაისი წელს განსხვავებულ ფორმატში ჩაივლის.
ცნობისთვის, 1945 წლის 9 მაისს მოსკოვში წითელ მოედანზე გაიმართა ამ გამარჯვების აღსანიშნავი პირველი სამხედრო აღლუმი.
ფაშიზმზე გამარჯვების დღე დღესასწაულად 1945 წლის 8 მაისს სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით გამოცხადდა, ხოლო უქმე დღედ - 1965 წლის 26 აპრილს.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან