|
2020-05-08 17:17:05, 1227 ნახვა
კომენტარი
გია ვოლსკი: მაღალი სახელმწიფო თანამდებობა სააკაშვილმა ვერ მიიღო - უკრაინული პოლიტიკური სპექტრი ჯანსაღად აფასებს სიტუაციას
„მაღალი სახელმწიფო თანამდებობა სააკაშვილმა ვერ მიიღო - უკრაინული პოლიტიკური სპექტრი ჯანსაღად აფასებს სიტუაციას“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, ამ რაღაც არარსებულ თანამდებობაზე დანიშვნით, გარკვეული ხინჯი შეიტანეს ორმხრივ ურთიერთობაში. „მიუხედავად იმისა, რომ ის მაღალი სახელმწიფო თანამდებობა სააკაშვილმა ვერ მიიღო, ეტყობა უკრაინული პოლიტიკური სპექტრი ჯანსაღად აფასებს სიტუაციას, მაინც, თუნდაც ამ რაღაც არარსებულ თანამდებობაზე დანიშვნით, გარკვეული ხინჯი შეიტანა რასაკვირველია ორმხრივ ურთიერთობაში, ელჩიც ჩამოვა, ეს გამოწვევა გარდა იმისა, რომ არის გარკვეული პოლიტიკური დემარში დიპლომატიურ სისტემაში, ამასთანავე დეტალურად განხილვის საშუალებას იძლევა რამ განაპირობა ეს გადაწყვეტილება და რატომ იყო აუცილებელი ყოფილი პრეზიდენტისათვის ასეთი დამამცირებელი პოზიციის შექმნა, მიუხედავად იმისა თანაც, რომ იგი არის კონკრეტულ დანაშაულებებში სასამართლოს მიერ ბრალდებული", - განაცხადა გია ვოლსკიმ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელად დაინიშნა. საპასუხოდ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინაში საქართველოს ელჩი გამოიძახა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)