|
2020-05-07 17:26:26, 1344 ნახვა
კომენტარი
დავით ბაქრაძე - საშემოსავლო გადასახადის გადავადება არის სწორი მიმართულება, მაგრამ სანახევრო და არასაკმარისი ნაბიჯია
„საშემოსავლო გადასახადის გადავადება წლის ბოლომდე არის სწორი მიმართულება, მაგრამ სანახევრო და აქედან გამომდინარე არასაკმარისი ნაბიჯი“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა. მისი თქმით, საგადასახადო ტვირთის შემსუბუქება უნდა იყოს საერთო და უნდა ეხებოდეს ყველა ბიზნეს სექტორს. „პირველ რიგში სექტორების ასე დაყოფა მიმაჩნია არასწორად, რადგან კრიზისი მთლიან ეკონომიკას ურტყამს და ეკონომიკის ყველა სექტორს, ამიტომ უნდა იყოს საერთო ნაბიჯები, რაც ყველასთვის გაკეთდება. ამის შემდეგ უნდა ვისაუბრო დამატებით შეღავათებზე, ანუ საგადასახადო ტვირთის შემსუბუქება უნდა იყოს საერთო და უნდა ეხებოდეს ყველა ბიზნეს სექტორს. საშემოსავლო გადასახადის გადავადება წლის ბოლომდე არის სწორი მიმართულება, მაგრამ სანახევრო და აქედან გამომდინარე არასაკმარისი ნაბიჯი, ვინაიდან ისევე როგორც ქონების გადასახადი, საშემოსავლოც უნდა განულდეს და შემდეგ უნდა შემცირდეს ყველა ბიზნესისთვის და არა მხოლოდ ტურისტულისთვის“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ. ბაქრაძემ განაცხადა, რომ გაუგებარია, რატომ არ შეიძლება გაიხსნას მაღაზია, სადაც იყიდება ტანსაცმელი, აქაც ვხედავთ ფრაგმენტულ მიდგომას და არა ერთიან გააზრებულ სტრატეგიას. „რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ყველაფერი უნდა გაიხსნას, მაგრამ ამ ფონზე ვხედავთ, რომ მაგალითად, კომენდანტის საათი რჩება მაშინ, როცა ვერავინ გვაგებინებს, რა საჭიროა და როგორ ებრძვის პანდემიას ქვეყანაში კომენდანტის საათი. ასევე გაუგებარია, რატომ არ შეიძლება გაიხსნას მაღაზია, სადაც იყიდება ტანსაცმელი, აქაც ვხედავთ ფრაგმენტულ მიდგომას და არა ერთიან გააზრებულ სტრატეგიას“, - აცხადებს ბაქრაძე.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)