04:07 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-06 16:15:31, 1566 ნახვა

საზოგადოება
დღეს ციურიხიდან თბილისში ჰუმანიტარული ხასიათის ავიარეისით საქართველოს 37 მოქალაქე დაბრუნდება

დღეს ციურიხიდან თბილისში ჰუმანიტარული ხასიათის ავიარეისით საქართველოს 37 მოქალაქე დაბრუნდება.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, სპეციალურ რეისს შვეიცარიული ავიაკომპანია Swiss-ი შეასრულებს.

„შვეიცარიის კონფედერაციის  მიგრაციის ფედერალური დეპარტამენტის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის და შვეიცარიაში საქართველოს საელჩოს მიერ დაგეგმილი ჰუმანიტარული ხასიათის ავიარეისი ციურიხი-თბილისი დღეს განხორციელდება შვეიცარიული ავიაკომპანია Swiss-ის მიერ. 

აღნიშნული რეისით საქართველოში ნებაყოფლობით დაბრუნდება საქართველოს 37 მოქალაქე,  რომელთა შორის არიან განსაკუთრებული საჭიროებების, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები,  ონკოლოგიური პაციენტები და არასრულწლოვნები. აღნიშნულმა პირებმა გამოხატეს საქართველოში ნებაყოფლობით დაბრუნების სურვილი.

როგორც ცნობილია, 2019 წლის ოქტომბერში შვეიცარიამ საქართველო შეიყვანა უსაფრთხო ქვეყნების სიაში. გასულ წელსვე ქართული მხარის ინიციატივით, შვეიცარიის მოქალაქეებს მიენიჭათ საქართველოში ID ბარათებით მგზავრობის უფლება.

აღსანიშნავია, რომ  შვეიცარიის მიგრაციის სამსახური დააფინანსებს შვეიცარიიდან ორგანიზებული ჩარტერული რეისებით ჩამოყვანილი საქართველოს მოქალაქეების პირველად საჭიროებებს: დაბინავებას და სამედიცინო მომსახურებას“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics