02:17 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-06 15:25:19, 1435 ნახვა

კომენტარი
მდინარაძე სააკაშვილის ახალ თანამდებობაზე - მდივნობისას შესაძლოა ყავის მოდუღებაც არ გამოუვიდეს კარგად პიარშიკების გარეშე

„მდივნობისას შესაძლოა ყავის მოდუღებაც არ გამოუვიდეს კარგად პიარშკების გარეშე“, - ასე გამოეხმაურა უმრავლესობის დეპუტატი, მამუკა მდინარაძე სააკაშვილის უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ შესაძლო დანიშვნის საკითხს.

მანვე დაამატა, რომ კრიმინალის დანიშვნა არ შეიძლება მეგობარი ქვეყნის პოლიტიკურ ხელისუფლებაში.

 „სააკაშვილთან დაკავშირებით რაც შემიძლია ვთქვა, მე მინდა  უკრაინის რადას და ჩვენ კოლეგებს მადლობა გადავუხადო კეთილგონიერებისთვის და ჩვენი პოზიციის იმგვარად გაზიარებისთვის, რაც შემდეგ მათ სფიჩებშიც გამოიხატა. სხვადასხვა მიზეზების გამო მისი კანდიდატურის განხილვა არ მოხდა და ერთ-ერთი ფაქტორი ჩვენი მიმართვებიც იყო, როდესაც ვუთხარით, რომ კრიმინალის დანიშვნა არ შეიძლება მეგობარი ქვეყნის პოლიტიკურ ხელისუფლებაში. ახლა მას თუ მრჩევლად, კონსულტატად და მდივნად დანიშნავენ, ეს ნამდვილად აღარ ვიცი იმიტომ, რომ მდივნობისას შესაძლოა ყავის მოდუღებაც არ გამოუვიდეს კარგად პიარშიკების გარეშე“, - განაცხადა მამუკა მდინარაძე.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics