2020-05-06 13:18:56, 1620 ნახვა
კომენტარი
სერგი კაპანაძე Freedom House-ის ანგარიშზე - ეს საქართველოს ხელისუფლებისთვის განაჩენია
ხელისუფლებისთვის ესაა პირდაპირ განაჩენი, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი, სერგი კაპანაძე Freedom House-ის ანგარიშს.
მისი თქმით, ამ ყველაფერში Freedom House-მა, ფაქტობრივად, ამხილა საქართველოს ხელისუფლება.
„პირდაპირ არის განაჩენი, საუბარია ზუსტად იმაზე, რაც არის საქართველოს ხელისუფლება, ანუ ხელისუფლება, რომელიც უტევს ოპოზიციას, რომელმაც ხელში ჩაიგდო სასამართლო სისტემა და იყენებს მას პოლიტიკური მიზნებისთვის, ხელისუფლება რომელიც იყენებს ექსტრემისტულ დაჯგუფებებს და მათ მიერ განვითარებულ მესიჯ-ბოქსს. ამ ყველაფერში Freedom House-მა ამხილა საქართველოს ხელისუფლება და პრაქტიკულად ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც არ არის ანგარიშვალდებული ხალხის მიმართ და რასაც აკეთებს ფასდება ადეკვატურად საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან