|
2020-05-05 15:54:30, 2417 ნახვა
ეკონომიკა
ფულბრაიტის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო
„საქართველოს ბანკისა“ და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამაზე კონკურსის განაცხადების მიღება დაიწყო. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ ამერიკის საელჩოს ვებგვერდზე: https://ge.usembassy.gov/education-culture/exchange-programs/fulbright-graduate-student-program-announcement/. აპლიკაციების მიღება 2020 წლის 1 აგვისტოს, 18:00 საათზე დასრულდება. ფულბრაიტის სასტიპენდიო პროგრამა ითვალისწინებს აშშ-ის უნივერსიტეტების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის სრულ დაფინანსებას. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტთან ერთად ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამის თანადამფინანსებელია „საქართველოს ბანკი“, განათლების საერთაშორისო ცენტრი და ჯორჯია კაპიტალი. პროგრამის თანადაფინანსება „საქართველოს ბანკის“ მხრიდან გულისხმობს, თანხის გამოყოფას ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში. წარმატებული სტუდენტი, რომელსაც სურს სწავლა განაგრძოს ბიზნესის ადმინისტრირების, ინფორმაციული ტექნოლოგიების ან საინჟინრო მიმართულებით, „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით აშშ –ში მომავალ სასწავლო წელს გაემგზავრება. „ „საქართველოს ბანკის“ მიზანია, რაც შეიძლება მეტ ნიჭიერ ახალგაზრდას მისცეს შესაძლებლობა, მიიღოს საუკეთესო განათლება. ამ მიზნით ბანკი, საქართველოში თუ მის საზღვრებს გარეთ, აქტიურად არის ჩართული სასტიპენდიო თუ საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერაში. აშშ მთავრობასთან ერთად ფულბრაიტის სტიპენდიის დაფინანსების ფარგლებში განხორციელებული თანამშრომლობა ყოველწლიურად ნიჭიერ ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ დაფინანსება აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში ორ წლიან სამაგისტრო პროგრამაზე. ჩვენი მხარდაჭერითა და დაფინანსებით აშშ-ში უკვე გაემგზავრა 6 საუკეთესო სტუდენტი. აღნიშნული რიცხვი მომავალშიც მნიშვნელოვნად გაიზრდება “,- აცხადებენ საქართველოს ბანკში. ინფორმაციისთვის: ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამა ღია კონკურსია, რომელსაც ადმინისტრირებას უწევს თბილისში აშშ საელჩო. ფულბრაიტის სტიპენდია წარმოადგენს აშშ-ის მთავრობის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ პროგრაგრამას მთელს მსოფლიოში. პროგრამის კურსდამთავრებულებს შორის არიან სახელმწიფოთა ნობელის პრემიის ლაურეატები, სახლემწიფოთა ლიდერები და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს.
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)