05:04 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-04 20:32:07, 1465 ნახვა

საზოგადოება
არჩილ თალაკვაძემ და კახა კუჭავამ ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პოლიტიკური მენეჯმენტის პროგრამის მონაწილეებთან ონლაინ შეხვედრა გამართეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პოლიტიკური მენეჯმენტის პროგრამის მონაწილეებთან საქართველოს დემოკრატიულ რეფორმებზე, უსაფრთხოებაზე, საგარეო პოლიტიკაზე და კოვიდ19-თან დაკავშირებულ ღონისძიებებზე ისაუბრეს. დისკუსია ონლაინ ფორმატში გაიმართა.

არჩილ თალაკვაძე და კახა კუჭავა უნივერსიტეტის მაგისტრებს საქართველოს შიდა და საგარეო პოლიტიკის, დემოკრატიული ტრანსფორმაციის გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ ესაუბრნენ. პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს პარლამენტის საქმიანობაზე, დემოკრატიულ რეფორმებზე და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე გაამახვილა ყურადღება, ხოლო კახა კუჭავა პროგრამის მონაწილეებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური რეფორმების, პარლამენტარიზმისა და საარჩევნო რეფორმის შესახებ ესაუბრა.

სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე, პანელურ დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევარები, მაღალი რანგის საჯარო და სამოქალაქო სფეროს წარმომადგენელი ქართველი სპიკერები და ექსპერტები.

ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევარების ციფრული ვიზიტი საქართველოში პირველად განხორციელდა, რომელსაც „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრმა" (CDD) 2-5 მაისს უმასპინძლა.

პროგრამაში მონაწილეობა უნივერსიტეტის 15-მა მაგისტრმა მიიღო, რომლებიც, მიღებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად საქართველოს ინსტიტუციების გაძლიერების მიმართულებით რეკომენდაციებს მოამზადებენ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics