2015-08-18 16:49:11, 529 ნახვა
საზოგადოება
თვითმართველი ერთეულებისთვის ტყის საკუთრებაში გაცემის შესახებ შეხვედრა გაიმართა
ეროვნული სატყეო სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ მერაბ მაჭავარიანმა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამსახურის უფროსმა კარლო ამირგულაშვილმა ხარაგაულის საკრებულოში თვითმართველი ერთეულებისთვის ტყის საკუთრებაში გაცემის შესახებ შეხვედრა გამართეს. შეხვედრას ადგილობრივი მოსახლეობასთან ერთად ხარაგაულის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ნოდარ ებანოიძე და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა ტყითსარგებლობის შესახებ პრობლემების მოგვარებასა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან