21:32 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-03 18:16:05, 2153 ნახვა

მსოფლიო
ჩინეთს აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და კანადის სპეცსამსახურები კოვიდ19-ის შესახებ მონაცემების დამალვასა და განადგურებაში ადანაშაულებენ

ჩინეთს აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ავსტრალიის, კანადისა და ახალი ზელანდიის სპეცსამსახურები კოვიდ19-ის შესახებ მონაცემების დამალვაში ადანაშაულებს.

აღნიშნულის შესახებ საუბარია საგამოძიებო დოკუმენტში, რომლის ავტორი სადაზვერვო ალიანსი „ხუთი თვალია“. აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, პეკინი 2019 წლის დეკემბრის დასაწყისში ფლობდა მტკიცებულებას ინფექციის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის შესახებ, მაგრამ ამ ფაქტს 2020 წლის 20 იანვრამდე უარყოფდა.

კვლევაში ასევე ვკითხულობთ, რომ ჩინეთმა უჰანის პროვინციაში კორონავირუსის ეპიდემიის შესახებ მტკიცებულებები გამიზნულად დაფარა ან გაანადგურა.

„ჩინეთმა უჰანის პროვინციაში კორონავირუსის ეპიდემიის შესახებ მტკიცებულებები გამიზნულად დაფარა ან გაანადგურა. ჩინეთის ხელისუფლება აიძულებდა ექიმებს გაჩუმებულიყვნენ. ჩინეთი ლაბორატრიებში ვირუსის შესახებ მონაცემებს ანადგურებდა და იმ უცხოელი მეცნიერებისთვის, რომლებიც ვაქცინის შექმნისთვის მუშაობდნენ, ის უარს აცხადებდა ბიომასალების მიწოდებაზე", - წერს The Daily Telegraph.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics