|
2020-05-03 10:11:18, 1395 ნახვა
კომენტარი
მამუკა მდინარაძე - წორმა მენეჯმენტმა და საზოგადოების სწორმა მონაწილეობამ ამ ბრძოლაში მოგვცა შესაძლებლობა შეზღუდვების მოხსნაზე დავიწყოთ ლაპარაკი
„სწორმა მენეჯმენტმა და საზოგადოების სწორმა მონაწილეობამ ამ ბრძოლაში მოგვცა შესაძლებლობა შეზღუდვების მოხსნაზე დავიწყოთ ლაპარაკი", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, შეიძლება შეზღუდვების მოხსნა დაიწყოს, მხოლოდ ამაში ხელი აუცილებლად უნდა შეგვიწყოს მოსახლეობამ. მარტო ხელისუფლება ვერაფერს გააკეთებდა რომ არა საზოგადოების უდიდესი ნაწილის პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება „რომ არა სწორი მენეჯმენტი, ჩვენ პიკს ალბათ უფრო ვიგრძნობდით და გვექნებოდა გარკვეული აფეთქება, ამიტომ ქვეყანა და ხელისუფლება აძლევს თავს უფლებას, რომ შეზღუდვების მოხსნა დაიწყოს, რადგან არ გვაქვს ისეთი მრუდი, რომელსაც პიკს დავარქმევდით. შეიძლება შეზღუდვების მოხსნა დაიწყოს, მხოლოდ ამაში ხელი აუცილებლად უნდა შეგვიწყოს მოსახლეობამ. მარტო ხელისუფლება ვერაფერს გააკეთებდა რომ არა საზოგადოების უდიდესი ნაწილის პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება. ხელისუფლების სწორმა მენეჯმენტმა და საზოგადოების სწორმა მონაწილეობამ ამ ბრძოლაში მოგვცა იმის საშუალება, რომ ჩვენ ვიწყებთ საუბარს შეზღუდვების მოხსნაზე. ჩვენ გვაქვს ისეთი დინამიკა, რაც ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველს იძლევა", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ ტვ „იმედის" ეთერში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)