|
2020-05-02 13:30:18, 1870 ნახვა
კომენტარი
გიორგი გახარია საერთაშორისო სავალუტო ფონდს მადლობას უხდის მიმდინარე პროგრამის 200 მილიონი აშშ დოლარით გაზრდისთვის
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საერთაშორისო სავალუტო ფონდის(IMF) მმართველ დირექტორს და აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს მადლობას უხდის. მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ „ტვიტერში" ოფიციალურ გვერდზე აღნიშნავს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან მიმდინარე პროგრამის 200 მილიონი აშშ დოლარით გაზრდა საერთაშორისო დონორებისთვის მნიშვნელოვანი გზავნილია. „მადლობას ვუხდი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორს, აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოსა და პროგრამის მომლაპარაკებელ მისიას VI მიმოხილვის დასრულებისთვის და მიმდინარე პროგრამის 200 მილიონი აშშ დოლარით გაზრდისთვის. ეს მნიშვნელოვანი გზავნილია საერთაშორისო დონორებისთვის. ერთად დგომით აუცილებლად დავამარცხებთ უხილავ მტერს!", - აღნიშნავს გიორგი გახარია „ტვიტერში". საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ ახალი კორონავირუსის პანდემიის ეფექტის შესარბილებლად საქართველოსთვის 200 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფა დაამტკიცა, - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში" ოფიციალურ გვერდზე დაწერა. საქართველოსთვის 200 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფასთან დაკავშირებით აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას „ტვიტერში" გამოეხმაურა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორიც. კრისტალინა გეორგიევა მიესალმება საქართველოს ძალისხმევას ახალი კორონავირუსის პირობებში ჯანდაცვის სექტორში საბიუჯეტო ხარჯების გაზრდის, სოციალური დაცვის გაძლიერებისა და კერძო სექტორის მხარდაჭერის მიმართულებით.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)