21:33 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-01 11:19:16, 2214 ნახვა

მსოფლიო
ევროპის ეკონომიკა ღრმა რეცესიაში შევიდა

ევროსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, ევროპის ეკონომიკა ღრმა რეცესიაში შევიდა. - ამის შესახებ "ევრონიუსი" იუწყება. პირველ კვარტალში იძულებითი საკარანტინო ზომების გამო და საწარმოების დახურვის შედეგად, ევროზონის ეკონომიკა შემცირდა 3,8%-ით.

ეს არის ყველაზე დიდი დაცემა იმ დროიდან, რაც ევროპის საერთო სტატისტიკის წარმოება 1995 წლიდან დაიწყო. ეკონომიკური ვარდნა, რომელიც კარანტინის გამოა გამოწვეული ბევრად სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე 2008 წლის ეკონომიკური კრიზისი. 

"კორონავირუსის პანდემიამ დაგვაყენა ისტორიული მასშტაბის გამოწვევის წინაშე. მსოფლიო ეკონომიკა და მათ შორის გერმანიის ეკონომიკა, ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე დიდ ვარდნას განიცდის. ჩვენ ყველაზე დიდი რეცესიის წინაშე ვდგავართ" - განაცხადა გერმანიის შრომის მინისტრმა ჰუბერტ ჰაილიმ.

იტალიის ეკონომიკა შემცირდა 4,5%-ით, ესპანეთის 5%-ით, საფრანგეთის 5,8%-ით, ამ ვარდნით საფრანგეთმა საკუთარი, ანტირეკორდი მოხსნა, როცა 1968 წელს ქვეყნის ეკონომიკა  5,3%- ით დაეცა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics