|
2020-04-30 14:07:05, 1067 ნახვა
კომენტარი
ირაკლი სესიაშვილი - ქართველი ჯარისკაცი არის პროფესიონალიზმის, ღირსებისა და სამშობლოსათვის თავდადების ჭეშმარიტი მაგალითი
„ქართველი ჯარისკაცი არის პროფესიონალიზმის, ღირსებისა და სამშობლოსათვის თავდადების ჭეშმარიტი მაგალითი", - ამის შესახებ თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, შექმნის დროიდან მოყოლებული ქართული არმიის ისტორია გმირობის და სამშობლოსათვის უანგარო თავდადების არა ერთი მაგალითის მომსწრეც არის. „დღეს, 30 აპრილს, ჩვენი ქვეყანა თავდაცვის ძალების დაარსების დღეს აღნიშნავს! სამწუხაროდ მისი შექმნის პირველივე დღეებიდანვე აქტიურად მოუწია ახლად ჩამოყალიბებულ ჯარს სამშობლოს დაცვისათვის ბრძოლა. იყო აფხაზეთი, იყო სამაჩაბლო, იყო 2008 წლის ომი, წარმატებული საერთაშორისო მისიები და ოპერაციები. შექმნის დროიდან მოყოლებული ქართული არმიის ისტორია გმირობის და სამშობლოსათვის უანგარო თავდადების არა ერთი მაგალითის მომსწრეც არის. დღეს, ქართველი ჯარისკაცი არის პროფესიონალიზმის, ღირსებისა და სამშობლოსათვის თავდადების ჭეშმარიტი მაგალითი და ეს არა ერთხელ დაადასტურა როგორც ქვეყნის შიგნით ასევე, საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის დროსაც, სადაც იგი დღემდე სამაგალითო პარტნიორია", - წერს ირაკლი სესიაშვილი სოციალურ ქსელში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)