|
2020-04-29 15:31:33, 1307 ნახვა
კომენტარი
ეკატერინე ტიკარაძე - იგეგმება მოწყვლადი ჯგუფების, უსახლკარო მოსახლეობის ტესტირება
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადების თანახმად, ანტიკრიზისულ გეგმაში მოწყვლად ჯგუფებს, როგორიცაა უსახლკარო მოსახელობა ჩაუტარდება ტესტირება და ასევე სხვადასხვა მიდგომები იგეგმება მათი კუთხით. მანა სევე განაცხადა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს მიერ გამოჩენილი ინიციატივა, მედია წარმომადგენლების ტესტირების შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრთან განიხილეს და მისი დამტკიცების შემდეგ ამოქმედდება. „რესპუბლიკური საავადმყოფო დამოუკიდებლად ვერ დაიწყებს ჟურნალისტების ტესტირებას, თუმცა ის ინიციატივა რომელზეც მე ვისაუბრე რესპუბლიკური საავადმყოფოს მიერ იყო წარმოდგენილი და ამ დეტალებზე ვისეუბრეთ დაავადებათა კონტროლის ცენტრთან. შემუშავდება ალგორითმი და მისი დამტკიცების შემდეგ ესეც ამოქმედდება. მოწყვლადი ჯგუფები, რომელთა დაინფიცირების რისკი მაღალია, როგორიცაა უსახლკარო ადამიანები ამ შემთხვევაში გვაქვს კონკრეტული გეგმები, იგეგმება ტესტირებაც, ასევე სხავდასხვა მიდგომები, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაც იყოს უსაფთხოდ. ჩვენთვის მნიშნელოვანია ეფექტურობა და შედეგი, დღეს-დღეისობით ჩვენ ვართ ეფექტურები და გვაქვს შედეგი, აქედან გამომდინარე ჩვენი შემდგომი ნაბიჯები იქნება თანმიმდევრული და მიზნობრივი, მსგავსი მიდგომა აქვს ევროპის ნებისმიერ ქვეყანას, როგორიც არის გერმანია, შვეიცარია და ავსტრია, აქედან გამომდინარე ჩვენი მიდგომა დარჩება იგივე როგორიც არის, იმ განსხვავებით, რომ ჩვენ ვაფართოვებთ ჯგუფებს. ჩვენ ვართ უფრო მიზნობრივები და ჩვენი ეფექტურობაც მეტად იზრდება. ტესტების ტარიფები დადგენილია, ეს ტარიფები და ანაზღაურება სახელმწიფო პროგრამაშია, ანაზღაურდება სახელმწიფოს მხრიდან. კომპანიებს განაცხადი შემოაქვთ მუდმივ რეჟიმში, აქედან გამომდინარე მათი რიცხვიც არის ცვალებადი, ეს არის ერთი ათეული, რეგულირების სააგენტო განიხილავს მათ მდგომარეობას და ჩვენ ეტაპობრივად ხელს ვუწყობთ მათ“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)