|
2020-04-29 11:20:03, 1239 ნახვა
კომენტარი
სამადაშვილი პრეზიდენტის განცხადებაზე - მსგავსი განცხადებები ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგაა მიმართული
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, სალომე სამადაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მსგავსი განცხადებები ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული. მისივე თქმით, პრეზიდენტის განცხადება ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგაა მიმართული განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც სალომე ზურაბიშვილი დღემდე არ მიუწვევია პრეზიდენტ ზელენსკის ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში და ეს ვიზიტი არაერთხელ გადადო უკრაინულმა მხარემ. „სალომე ზურაბიშვილის განცხადება იყო მიმართული ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების, სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ. იმიტომ, რომ დღეს საქართველოს არ ჰყავს უკრაინაზე უკეთესი მოკავშირე, რაც შეეხება როგორც ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის თემის წამოწევას საერთაშორისო ასპარეზზე, ასევე ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციას. მიხეილ სააკაშვილი იქნება ვიცე-პრემიერის თუ რაიმე სხვა თანამდებობაზე, სავარუდოდ, მნიშვნელოვან როლს ითამაშებს უკრაინის პოლიტიკაში და მსგავსი განცხადებები ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც სალომე ზურაბიშვილი დღემდე არ მიუწვევია პრეზიდენტ ზელენსკის ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში და ეს ვიზიტი არაერთხელ გადადო უკრაინულმა მხარემ“, - განაცადა სალომე სამადაშვილმა. შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა გუშინ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშნის საკითხს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ყოვლად გაუგებარია უკრაინის ხელისუფლებაში იმ ადამიანის ნებისმიერ საჯარო პოზიციაზე შერჩევა, რომლის დანაშაულებრივი ქმედებები ფიგურირებს არა მხოლოდ ქართული მართლმსაჯულების განაჩენში, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შესაბამის ვერდიქტში. აღარაფერს ვიტყვი იმაზე, რომ ის მძიმე კოროფციულ დანაშაულებშია ბრალდებული“.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)