|
2020-04-28 18:30:20, 1496 ნახვა
კომენტარი
ვოლსკი - არ შეიძლება სტრატეგიულ ურთიერთობებს უკრაინასა და საქართველოს შორის, ხელი შეუშალოს სააკაშვილის ფაქტორმა
"არ შეიძლება სტრატეგიულ ურთიერთობებს უკრაინასა და საქართველოს შორის, გინდ პოლიტიკურს, გინდ ეკონომიკურს, ხელი შეუშალოს სააკაშვილის ფაქტორმა", - ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი გიორგი ვოლსკი უკრაინის მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ უკრაინის მთავრობამ, უმაღლეს რადას მიმართა და სააკაშვილის კანდიდატურა გაიწვია. მისი თქმით, უკრაინას და საქართველოს გაცილებით მეტი აქვს სამომავლოდ, ერთობლივად გასაკეთებელი პოლიტიკურ სფეროში, ეკონომიკურ სფეროში, ასე რომ სააკაშვილის ფაქტორმა ამას ხელი არ უნდა შეუშალოს. „თუკი საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა, არა მარტო ვიცე-პრემიერად, არამედ საერთოდ სამთავრობო სისტემაში სააკაშვილის საქმიანობის საკითხი, ეს იქნება პრაგმატული გადაწყვეტილება, არ შეიძლება სტრატეგიულ ურთიერთობებს უკრაინასა და საქართველოს შორის, გინდ პოლიტიკურს, გინდ ეკონომიკურს, ხელი შეუშალოს სააკაშვილის ფაქტორმა, რომელიც ფაქტიურად არის დამნაშავე. გასამართლებულია სამივე ინსტანციის მიერ და დანაშაულებები საკმაოდ სერიოზულია, რაც დამტკიცებულია არა მარტო სასამართლოს მიერ, არამედ მთელმა საქართველომ იცის, ნებისმიერი პოლიტიკური რანგის და გემოვნების ადამიანმა, რომ დანაშაულებები ნამდვილად იქნა ჩადენილი. ერთია ვინ როგორ აფასებს. მაგრამ უკრაინას და საქართველოს გაცილებით მეტი აქვს სამომავლოდ, ერთობლივად გასაკეთებელი პოლიტიკურ სფეროში, ეკონომიკურ სფეროში, ასე რომ სააკაშვილის ფაქტორმა ამას ხელი არ უნდა შეუშალოს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)