04:08 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-28 15:54:42, 1718 ნახვა

რეგიონი
მაშველები კახეთში, მდინარე ალაზანში გაუჩინარებულ მამაკაცს ეძებენ

მაშველები კახეთში, მდინარე ალაზანში გაუჩინარებულ მამაკაცს ეძებენ.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, 80 წლის მამაკაცი მეორე დღეა გაუჩინარებულია.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლები თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკარგულ 80 წლის მამაკაცს ეძებენ.

ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, მამაკაცი, რომელიც სოფლის ნახირს მწყემსავდა, მეორე დღეა, გაუჩინარებულია.

დაკარგული მოქალაქის ტანსაცმელი ნაპოვნია მდინარე ალაზნის ნაპირზე. საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს როგორც წყალში, ასევე, მდინარის სანაპირო ზოლზე.

მთელი ღამის განმავლობაში, ადგილზე მუშაობდნენ ადგილობრივი სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ღამის სანათი მოწყობილობის მეშვეობით განხორციელდა მდინარის ზედაპირის მონიტორინგი.

28 აპრილის დილიდან, პროცესში ჩაერთო განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სამაშველო ჯგუფი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები პერიმეტრს დრონით ათვალიერებენ. ასევე, ექოლოტის საშუალებით მიმდინარეობს წყლის ფსკერის მონიტორინგი. მდინარეში მუშაობს მყვინთავთა ჯგუფი. პარალელურ რეჟიმში გრძელდება მდინარის ნაპირის დათვალიერება.

ადგილზე, სახანძრო-სამაშველო ჯგუფებთან ერთად მუშაობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები. მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური“, - აცხადებენ უწყებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics