|
2020-04-28 09:29:51, 1334 ნახვა
კომენტარი
ჩიქოვანი - საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება, როგორც კი ამის საშუალებას მოგვცემს ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება
საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის გადაწყვეტილებას მივიღებთ, როგორც კი ამის საშუალებას მოგვცემს ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში ირაკლი ჩიქოვანმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში ჩართვისას განაცხადა. პრემიერის პრესსპიკერის თქმით, კოვიდ-19 არის ისეთი მოვლენა, რომელთანაც მთელს მსოფლიოს ცხოვრების წესის ადაპტირება უწევს. „საზოგადოებრივი ტრანსპორტი არის შეზღუდვის ძალიან მსხვილი ასპექტი, რომლის მოხსნაც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, ამიტომაც ის არ დავუკავშირეთ არც ერთ ეტაპს, რომელიც მთავრობის მხრიდან ეკონომიკის გახსნისა და შეზღუდვების შემსუბუქების თვალსაზრისით იყო წარმოდგენილი, მაგრამ ამაზე ვფიქრობთ. ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ, იმის მიუხედავად, ღონისძიებების შემსუბუქების რომელი ეტაპი იქნება, თუ ამის შესაძლებლობას მოგვცემს ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება", - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)