20:47 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-27 17:36:02, 1819 ნახვა

პოლიტიკა
EBRD-მა 38 ქვეყნის დასახმარებლად, 4 მილიარდი ევროს ოდენობის „სოლიდარობის პაკეტი" გამოყო

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), ლარის ლიკვიდობის ხელშესაწყობად, საქართველოს ეროვნული ბანკის (NBG) მხარდაჭერით, ადგილობრივ ვალუტაში კერძო სექტორისთვის დაფინანსებას ზრდის.

საყურადღებოა ისიც, რომ EBRD-მ 4 მილიარდი ევროს ოდენობის „სოლიდარობის პაკეტი" გამოყო, რათა დაეხმარეოს მსოფლიოს 38 ქვეყნის ეკონომიკასა და თავის კლიენტებს.

 აღსანიშავია, რომ ამ 38 ქვეყანაშია საქართველოც.

„EBRD-მა და საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გააფორმა სავალუტო სვოპ ხელშეკრულება აშშ დოლარი/ლარზე, რომლის საშუალებითაც EBRD-ს ექნება საიმედო წვდომა ლარის ლიკვიდურობაზე და შეძლებს განაგრძოს ადგილობრივი ვალუტით სესხის გაცემა კომპანიებისათვის, რომლებიც დროებით სირთულეებს განიცდიან. მხარეებმა პირველი გარიგება 2020 წლის 24 აპრილს დადეს.

EBRD-მ გამოყო სასწრაფო დახმარების "სოლიდარობის პაკეტი" 4 მილიარდი ევროს ოდენობით, როგორც ქმედითი ნაბიჯი მისი კლიენტების დასახმარებლად, მსოფლიოს 38 ქვეყნის ეკონომიკისათვის, მათ შორის საქართველოში არსებული კომპანიებისთვისაც. EBRD-ის მხარდაჭერა მოიცავს ეროვნული ვალუტით ვაჭრობის დაფინანსებას, გადაუდებელი ლიკვიდობისა და სამუშაო კაპიტალის მიწოდებას კერძო სექტორის კლიენტებისთვის ჰოსპითალითის (hospitality), ჯანდაცვისა და აგრობიზნესის სექტორებში, EBRD წამყვანი ინსტიტუციური ინვესტორია საქართველოში. ქვეყანაში მისი საქმიანობის დაწყების შემდეგ, ბანკმა 3.7 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია მოახდინა 249 პროექტში ფინანსურ, კორპორაციულ, ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ სექტორებში. ამ ინვესტიციების 87% კი კერძო სექტორზე მოდის“, - ვკითხულობთ ეროვნული ბანკის განცხადებაში.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics