2015-08-16 15:25:24, 518 ნახვა
საზოგადოება
ილია მეორე: ჯარში ადამიანი არ უნდა გაბოროტდეს
„ჯარში ადამიანი არ უნდა გაბოროტდეს, ამავე დროს უნდა იცოდეს, რომ ჯარისკაცი არის სამშობლოს დამცველი“, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.
მისივე თქმით, ჯარისკაცი იმ დიდი ღვაწლის გამგრძელებელია, რასაც ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ.
„ჩვენმა ხალხმა გაიგო, რომ ჯარისკაცები ჩვენი ქვეყნის დამცველები არიან. დიდი ხანია ასეთი კავშირი ჯარსა და ეკლესიას შორის არ ყოფილა. მინდა მივმართო ჯარისკაცებს, ჯარში ადამიანი არ უნდა გაბოროტდეს, არ უნდა იყოს ულმობელი, მაგრამ ამავე დროს უნდა იცოდეს, რომ ჯარისკაცი არის დამცველი სამშობლოსი“, – აღნიშნა ილია მეორემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან