|
2020-04-27 16:28:29, 1511 ნახვა
კომენტარი
გია ვოლსკი ვანო მერაბიშვილის ინტერვიუზე - პრაქტიკულად, ეს იყო ორი ადამიანის თვითაღიარება, ვინც დესპოტური მმართველობის სისტემა შექმნა
„პრაქტიკულად, ეს იყო ორი ადამიანის თვითაღიარება, ვინც იმ პერიოდში მართავდა სახელმწიფოს, მმართველობის სისტემაში ღებულობდა მონაწილეობა და დესპოტური მმართველობის სისტემა შექმნა“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, „როგორი კუთხითაც არ უნდა ეცადონ დაგვანახონ მდგომარეობა, ფაქტია რაც მოხდა გირგვლიანთან დაკავშირებით, ან თუნდაც გავიხსენოთ განზრახ მოკლული ადამიანები, ან სტრასბურგის სასამართლოს დასკვნები იმასთან დაკავშირებით რა მოხდა ციხეში, რა მოხდა C ჰეპატიტით დაავადებულ ადამიანთა მიმართ, იყო თუ არა წამება ამ სახელმწიფოში როგორც მართვის ერთ-ერთი ეფექტური მეთოდი“. „პირდაპირ ითქვა, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ გატარებული უნდა ყოფილიყო ისეთივე ზომები, როგორიც ვთქვათ, ბადრი პატარკაციშვილის მიმართ, ძალადობაზე მაქვს ზოგადად საუბარი. იმ ადამიანებისთვის, ვისაც ის პერიოდი არ ახსოვს, არ აქვს იმ პერიოდთან ემოციური კავშირი, ეს არის სახელმძღვანელო, თუ როგორ არ უნდა მართავდე ქვეყანას და როგორი ადამიანები არ შეიძლება იყვნენ ქვეყნის სათავეში. გარკვეულწილად, ამ ისტორიულ გაკვეთილს, ვფიქრობ, ყურადღება უნდა მიაქციონ ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმაც, რომლებსაც არ უნდა დარჩეთ ეჭვი იმ პოზიციაში და იმ სიმართლეში, რაც დღევანდელ ხელისუფლებას გააჩნია. ვფიქრობ, რომ ეს ინტერვიუ კიდევ ერთხელ არის გასაანალიზებელი იმ ადამიანების მიერ, ვინც დღეს მხარს უჭერს „ნაციონალურ მოძრაობას" და მხარს უჭერს მიშა სააკაშვილს კლასტერს", - აღნიშნა გია ვოლსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)