05:47 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-27 14:05:31, 1338 ნახვა

კომენტარი
ჩიქოვანი - დარგობრივი სამინისტროები გამართავენ პრეზენტაციებს, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა ისარგებლონ ბიზნესებმა შეღავათებით

საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილ ეკონომიკურ და სოციალურ ანტიკრიზისულ გეგმასთან დაკავშირებით, უახლოეს პერიოდში, საზოგადოების ინფორმირების მიზნით, დარგობრივი სამინისტროები შესაბამის დეტალურ განმარტებებს გააკეთებენ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„სოციალური ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც საქართველოს მთავრობამ წარადგინა, არის საკმაოდ ფართო და თითოეულ მიმართულებასა და სეგმენტზე დარგობრივი სამინისტროები წარმოადგენენ ამ კვირის განმავლობაში პრეზენტაციებს, სადაც დეტალურად იქნება განხილული ანტიკრიზისულ გეგმაში წარმოდგენილი ყველა ინიციატივა, მათ შორის, თუ როგორ და ვის უნდა მიმართონ ჩვენმა მოქალაქეებმა გათვალისწინებული დახმარებების მისაღებად, ეკონომიკური და სოციალური გეგმის ფარგლებში, ასევე იქნება განმარტებები თუ როგორ უნდა ისარგებლონ საქართველოში მოქმედმა ეკონომიკურმა აქტორებმა, ბიზნესებმა იმ შეღავათებით და შესაძლებლობებით, რომელსაც ეს გეგმა იძლევა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics